თამაშის პროცესი კარიერებზეა დაფუნძნებული. მეხანძრემ უნდა მიაქციოს ყურადღება მოწყობილობებს და გააღრმაოს ურთიერთობა. გამომძიებელმა სხვადასხვა საქმე უნდა გამოიძიოს თამაშში. მოთამაშეები უფრო მეტად აკონტროლებენ თავიანთ ქალაქს. სტილისტებს შეუძლიათ მაცხოვრებლების გარეგნობა შეცვალონ, არქიტექტორებმა კი - სხვა სიმების სახლები. რეგულარული კარიერების დამატებით, იმ სიმებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება სხვადასხვა უნარები განავითარონ, შეუძლიათ მეწარმეებად დარეგისტრირდნენ მერიაში. ეს ეხება ისეთ ახალ უნარებს, როგორებიცაა სკულპტურების შექმნა და გამომგონებლობა და ასევე უკვე არსებულებს, მაგალითად, თევზჭერა ან მწერლობა...